ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

ქუაქანცალია – მისტიკური 11-ტონიანი ლოდი სამეგრელოში, რომელიც თითის შეხებით მოძრაობს (ვიდეო)

11-ტონიანი მოქანავე ლოდი ქუაქანცალია ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“, თითით შეხებისას მოძრაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს, თითქოს დევგმირი იყო და დევის დამარცხება შეგეძლოს… სწორედ ასეთ მისტიკურ განწყობას ქმნის ეს ვეება მოქანავე ლოდი  და მას მშვენიერი ლეგენდა უკავშირდება. ის სამეგრელოში მდებარეობს და სიტყვა „ქუაქანცალიაც“ მეგრულად „მოქანავე ქვას“ ნიშნავს.

ზოგი ვერსიით, ეს არამხუტუს, ამირანის შურდულით გასროლილი ქვაა ან მისი სათამაშო მზის ბურთი, ზოგი ვერსიით, გოლიათების ორთაბრძოლისას დალეწილი კლდის ნამსხვრევი ან ცალთვალა დევის ნასროლი ქვა…

ქუაქანცალიას ხილვა და შეხება ბადებს  კრძალვას და შიშს, რომელიც  რაღაც არაჩვეულებრივთან, ამოუხსნელთან შეხვედრას ახლავს ხოლმე: როგორ ინარჩუნებს, ფაქტობრივად, ჰაერში გამოკიდებული ამხელა ლოდი წონასწორობას, ვინ ან რამ გამოთალა მისი კუბური ფორმა, როგორ არ ავნო ქარიშხლებმა და მიწისძვრებმა, რომელნიც არათუ უსაყრდენო ლოდს, მყარად მდგარ კლდეებსაც აპირქვავებენ უფსკრულში, ვინ და სად არის გარანტი, რომ ის სწორედ თქვენი თითის შეხებისას არ გადაგორდება საყრდენიდან?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close