საზოგადოებასაქართველო

ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა გუდავაძის და?

რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რას წარმოადგენს ნანუკა გუდავაძის და – ანი გუდავაძე.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა ანი გუდავაძით და გთავაზობთ საინტერესო დეტალებს ბერა ივანიშვილის ცოლის დის ცხოვრებიდან.

ანი ნანუკას უფროსი დაა. მისი მეუღლე ნიკა ფიცხელაურია, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკამ და ბერამ ერთმანეთი სწორედ ნიკას საშუალებით გაიცნეს.

ანი გუ­და­ვა­ძე ნა­ნუ­კა­ზე ადრე გა­თხოვ­და და დის ქორ­წილს ორ­სუ­ლი ეს­წრე­ბო­და.

ნიკა ფიცხელაურის მამა ვეტერანი მოჭიდავე, გენერალ-მაიორი შენგელი ფიცხელაურია, რომელიც 2019 წელს სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ანი გუდავაძე დედას ოჯახურ ბიზნესში ეხმარებოდა, გოგოების დედას ვაკეში საკუთარი სილამაზის ცენტრი აქვს, რომლის მართვაშიც შვილებიც იყვნენ ჩართულნი.

ანი გუდავაძეს და ნიკა ფიცხელაურს ერთი ვაჟი – გიორგი ჰყავთ.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close