საზოგადოებასაბერძნეთი

ათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდგინდა

ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან თესალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ჩასვლას აპირებენ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი. ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close