მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები წესდება

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

ახალი შეზღუდვები საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააცნო.

პრემიერის განცხადებით, ბრიტანეთი ახლა პანდემიის საშიში შემობრუნების წერტილშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ.

ახალი ზომების მიხედვით, ოფისში მომუშავე პირებმა მუშაობა დისტანციურად უნდა გააგრძელონ, თუკი არ არის აუცილებლობა, რომ დასაქმებულმა სამსახურში იაროს.

ხუთშაბათიდან პაბები და რესტორნები მუშაობაs 22:00 საათზე დაასრულებენ.

მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ასევე, მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში პირბადე ატარონ.

ქვეყნის მაშტაბით 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება. ასევე, პირველი ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში აიკრძალება გუნდური სპორტული სახეობების ღონისძიებები და კვლავ გაურკვეველია, როდის შეძლებენ გულშემატკივრები მოედნებზე დაბრუნებას.

პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრა.

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 4926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 4 368), გარდაიცვალა 37 ინფიცირებული (გუშინ – 11). პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა (403 551); გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 41 825-ს მიაღწია.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close