მოდა/სილამაზეინტერვიუ

გულო გარმელია: „როდესაც მეუბნებიან, რომ მაკა ასათიანს ვგავარ, ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია…“

გულო გარმელია ჟურნალისტია, რომელსაც ხშირად ძალიან ამსგავსებენ ცნობილ დიზაინერს, მაკა ასათიანს. მსგავსება მართლაც არის და ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ეს მისთვის საუკეთესო კომპლიმენტია.

გულო გარმელია:

ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ კარგად გამოვიყურები, ვგავარ მაკა ასათიანს. ამის თქმისას აქცენტს ყველაზე მეტად თვალებზე აკეთებენ ხოლმე. ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია. მაშინ ვიჯერებ, რომ შეიძლება მართლა კარგად გამოვიყურებოდე…

ფოტოსესია რომ გადავიღე გადაცემისთვის, ყველა ჩემს მეგობარს ეგონა, რომ მაკას ახალი სურათი დავდე. ძალიან ბევრი მეუბნება და ძალიან მიხარია კიდევაც.

ვმუშაობ რადიო „მაესტროში“, სამედიცინო გადაცემის წამყვანი ვარ. ის გუნდი, რომელსაც მაკასთან ტელევიზიასა თუ რადიოში უმუშავია, მეუბნება, რომ მსგავსება ნამდვილად არის.

მაკა ასათიანი ძალიან მომწონდა ბავშვობიდან. იმ დროიდან, სანამ მაკიაჟის კეთებას  დავიწყებდი, მას დავემსგავსებოდი და მივბაძავდი. მხოლოდ მე არ ვაღიარებ მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილს, მაკიაჟს, ზოგადად, გარეგნობასა და გემოვნებას. სითამამეც სჭირდება იმის მოხდენას, რასაც მაკა იხდენს. ის ყოველთვის განსაკუთრებული ქალბატონი იყო ჩემთვის.

ძალიან ჰგავხართ მაკიაჟით, თმის ვარცხნილობით, თმის ფერით და ჩაცმის სტილითაც…

არის რაღაცები, რაც განგვასხვავებს, მაგრამ არის ნამდვილად მიმბაძველობა, ალბათ ამ სტილში ვგრძნობ ყველაზე კარგად თავს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოდის კერპი არის მაკა ასათიანი.

თმის უამრავი ფერი და სხვადასხვანაირი სტილი ვცადე, ასევე მაკიაჟიც და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტად ეს ვარცხნილობა და მაკიაჟი მიხდება. ბევრჯერ ვცადე შეცვლა, მაგრამ ამაოდ.

მხოლოდ მაკიაჟი და ვარცხნილობა არ კმარა იმისთვის, რომ სხვას დაემსგავსო. ერთხელ წითლად მქონდა შეღებილი თმა, იმდენად მომბეზრდა ეს ფერი, უცებ ჩავედი სალონში და ვთხოვე, თმის ეს ფერი მოეშორებინათ. მითხრეს, რომ ბუნებრივ ფერს ვერ დამიბრუნებდნენ და აუცილებლად შავად უნდა გადავეღებე. წითელი რომ მომეშორებინა, შევიღებე შავად. მეხერხება მაკიაჟის კეთება, თვალის შავი და წითელი ფანქრის გარდა, ვერ მოვიხდინე ვერაფერი.

თავად იცნობთ მას?

არა, სამწუხაროდ, მაკა ასათიანს პირადად არ ვიცნობ.

დაოჯახებული ხართ?

არა, თავისუფალი ვარ.

როგორი უნდა იყოს ის მამაკაცი, რომელიც ასეთ ლამაზ ქალს მოხიბლავს?

ალბათ, მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, აუცილებლად ჰქონდეს იუმორის გრძნობა და იყოს საკუთარ საქმეში შემდგარი.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close