მიანმარში ორთავიანი ბავშვი დაიბადა
მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას Myanmar Times-ი ავრცელებს.
უჩვეულო ჩვილი ოთხშაბათს, 16 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, იგი 2,5 კგ-ს იწონის.
როგორც მიანმარელი ჟურნალისტები წერენ, ბავშვს „დამატებითი“ თავი აქვს, ხოლო დანარჩენი ყველა ორგანოს „ერთი ნაკრები“, ნორმალური ადამიანივით. ის არ არის სიამის ტყუპი. სიამის ტყუპებს, ჩვეულებრივ, შინაგანი ორგანოების „ორი კომპლექტი“ აქვთ ხოლმე. მიანმარელი ბიჭუნა განსხვავებული შემთხვევაა. ამ დროისთვის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული.
მსგავსი ფაქტი მოხდა ინდოეთში 2016 წელს, მაშინაც ორთავიანი ბავშვი დაიბადა, რომელსაც ერთ სხეულში ორგანოების „2 კომპლექტი“ ჰქონდა.
2014 წელს კი ავსტრალიაში დაიბადა ორთავიანი გოგონა, რომელიც დაბადებიდან მე-19 დღეს გარდაიცვალა.
კომენტარები