fbpx
ვიდეოისტორია

სად არის დაკრძალული ქართველთა ყველაზე სახელოვანი მეფე თამარი? – ახალი ვერსია (ვიდეო)

საქართველოში ბევრი ლეგენდა არსებობს თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. მათი უმრავლესობა ხალხური წარმოშობისაა და არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიულ სინამდვილესთან. ოფიციალური ქართული ისტორიოგრაფია ცალსახად და ნათლად აფიქსირებს, რომ თამარი გელათში დაკრძალეს.

1920 წლის ივლისში ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად, გელათში არქეოლოგიური გათხრები აწარმოა და თამარის საფლავად მიჩნეულ სამარხში მეფეთმეფე თამარის ნაცვლად ოთხი სხვა მიცვალებული აღმოჩნდა დაკრძალული. ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნა დავით აღმაშენებლის საფლავიც გელათის შესასვლელში (სადაც იგი ანდერძის თანახმად დაკრძალეს. ლეგენდის თანახმად, მეფემ დაიბარა, რომ გელათში ყველა შემსვლელს მისთვის გულზე ფეხი დაედგა) და სამარხი ცარიელი აღმოჩნდა. მაშ სად არის საქართველოს ორი დიდებული მეფის საფლავები?

ახალი ვერსია თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ გიორგი კალანდიას რუბრიკაში „ამბები ხელოვნების სასახლიდან“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close