კრიმინალი

შემზარავი ამბავი: 14 წლის მოძალადე 9 წლის ბიჭზე ერთი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები არასრულწლოვანი მცირეწლოვნებზე გარყვნილი ქმედების და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული – საზარელ ამბავს, რომელზეც ადგილობრივები ჰყვებიან, 9 წლის დაზარალებული ჰყავს. დანაშაულს ერთწლიანი ისტორია აქვს. 14 წლის მოძალადე მოზარდთან სექსუალურ ურთიერთობას სისტემატურად, მათ შორის, სკოლაშიც ამყარებდა.

დანაშაულის დროს, რომელიც ერთ წელს გრძელდებოდა, ნათესაურ კავშირში მყოფი ბიჭი მსხვერპლს დანით არაერთხელ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. 9 წლის ბიჭი მომხდარის შესახებ იმ დრომდე ვერ ჰყვებოდა, სანამ მშობლებმა ამის შესახებ ძალადობის თვითმხილველი მეზობლისგან არ შეიტყვეს. არასრულწლოვანმა, დანით დაშინების გზით, ძალადობა სცადა ამავე სოფელში მცხოვრებ 8-9 წლის ძმებთანაც, ბავშვები სოფლის მიტოვებულ შენობაში მოტყუებით, სათამაშოდ შეიყვანა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მოძალადესთან ერთად დააპატიმრეს დაზარალებული ძმების მამაც, რომელმაც შემთხვევის გაგების შემდეგ ბრალდებულს ჭრილობა ყურის არეში მიაყენა. ადგილობრივები 18 სექტემბერს მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან ბავშვების მამის გათავისუფლებასა და ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულს გამოძიების პროცესში ბრალი კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე წაუყენონ. საქმეში ისეთი დანაშაულები ფიგურირებს, როგორიცაა ძალადობა და მუქარა, ასევე, ცივი იარაღის ტარებაც. დაზარალებულ მოზარდებს ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო კვლევა უკვე ჩაუტარდათ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close