ქართველები უცხოეთშისაქართველო

ვლადიმერ კონსტანტინიდის შეხვედრა საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან

17 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოსაჩენიად. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. მან აღინიშნა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ერთიანი სულისკვეთებით გაერთიანებულნი, ცდილობდნენ ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას თანამემამულეთა  სოციალური თუ ეკონომიკური სიძნელეების დასაძლევად. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან წარადგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია JMP Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და, ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე ისაუბრეს,  რომლებთან გამკლავებაც დღეს ამ ორგანიზაციებს უწევთ. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარება ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო.

დასასრულ მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ხედავს და დიდად აფასებს უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების  საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს, გაგრძელდება საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა, საკვირაო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების მიზნით შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მასწავლებელთათვის გაიმართება ტრენინგები. ასევე, გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა და ქ. თესლონიკში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩაშვილი.

მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართა იტალიაში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და მომავალშიც გაგრძელდება.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close