fbpx
newsსაქართველო

ქართველი სტუდენტებისთვის ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება – გიორგი გახარია

ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

გახარიას თქმით, სასწავლო წელი სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად იწყება და საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების დახმარებას განაგრძობს, რათა ისინი ეტაპობრივად დაბრუნდნენ ქალაქებში, სადაც სწავლობენ.

„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ სამი სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close