საზოგადოებასაქართველო

რა ელოდება საქართველოს? – კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სექტორი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. მისივე თქმით, დაიხვეწა სისტემაც:

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ეპიდემიოლოგები დღეში საშუალოდ ახერხებდნენ 200 პისიარ-ტესტის გაკეთებას. დღეს ქვეყანაში 8000 პისიარ-ტექტი კეთდება უპრობლემოდ. ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება 10 ათასამდე და თუ საჭირო იქნა, ამ რაოდენობის ზრდის შესაძლებლობაც არსებობს“, – თქვა გახარიამ.

პრემიერის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა მობილიზდეს 3000 საწოლი კოვიდპაციენტების სამკურნალოდ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკა და ეპიდემიის ხარისხიც.

„თუ თითოეული ჩვენგანი შეასრულებს რეგულაციას, ეს შეჩერდება და მოხდება კლება. როგორმე ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებელი. არ ვლაპარაკობთ რომ ეს მეორე ტალღაა. ეს არ არის პირველად გაცხადებული სიტუაცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმი ამბობს, რომ ეს არ არის ვირუსის მეორე ტალღა. ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფექციის მეორე ტალღა გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის სეზონზე იქნება.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close