საზოგადოებასაქართველო

12 წლის მხიარული გოგონას სევდიანი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს (ვიდეო)

„საზოგადოებრივი მაუწყებელის“ სიუჟეტს „ოჯახის 12 წლის მარჩენალი“, სადაც სიმინდის გამყიდველი მარის სევდიანი ისტორიაა მოთხრობილი, ერთ დღეში 9 ათასზე მეტი ნახვა-მოწონება და უამრავი კომენტარი აქვს.

გოგონას შესახებ სიუჟეტი ჟურნალისტმა ნინუცა კახნიაურმა მოამზადა.

მანვე დაწერა, რომ მისთვის თანხას აგროვებს და უკვე 700 ლარზე მეტია ჩარიცხული.

„ეს ფერადი, მხიარული გოგო სანაპიროზე მოვიდა და გვთხოვა, სიმინდი გვეყიდა, რომ დედასთვის წამალი ეყიდა და მიეტანა.

ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და დახმარების სურვილი გამოთქვა, მარის არ აქვს არც ტელეფონი, არც ანგარიშის ნომერი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემი ანგარიშის ნომერი დაგვედო, სადაც მოვუგროვებთ თანხას და მივუტანთ.

ნახევარ საათში 700 ლარზე მეტი ჩაირიცხა. რიცხავენ, ვისაც რისი საშუალება აქვს, 2 ლარს, 3 ლარს, 50-ს და 100-ს, ყველა ახალ მესიჯზე მართლა მეტირება და მიხარია, რომ დილას რომ გაიღვიძებს, ფბ-ზე ნახავს, მის თავს რა ხდება“.

12 წლის ოჯახის მარჩენალის დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ნინუცა კახნიაურის ანგარიშზე:

GE30TB7124345061100045

#ახალიკვირა ოჯახის 12 წლის მარჩენალი

#ახალიკვირა ოჯახის 12 წლის მარჩენალი

12 წლის მარის საზაფხულო სამსახური ზღვის სანაპიროზე. როგორ ირჩენს თავს სოციალურად დაუცველი დედა-შვილი ზაფხულში მოხარშული სიმინდით, ზამთარში კი, ჯართის ჩაბარებით
ახალი კვირა

Posted by ახალი კვირა on კვირა, 06 სექტემბერი, 2020

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close