საზოგადოებასაქართველო

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს პისიარტესტირება ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს, თუმცა მოქალაქეს ვალდებულება ექნება, მე-12 დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაიტაროს.

„საკარანტინე სივრცეები, მოგეხსენებათ, ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლის პირობებში. საკარანტინო მოთხოვნა, 14 დღის ნაცვლად, იქნება რვა დღე. ვამცირებთ, რათა დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის, სტუმრებსაც. იქნება რვა დღე. რვა დღის შემდეგ იქნება პისიარტესტი, მეცხრე დღეს, პისიარტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. ექნებათ კიდევ ერთი, 12 დღის თავზე კიდევ ერთი პისიარტესტის გაკეთების ვალდებულება. ამით ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც მთავარია, ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close