მსოფლიოქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს ისრაელში კორონავირუსის ეპიდემიის გამო „წითელ ზონებად“ დასახელებულ ქალაქებში კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.

„მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან: აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, და კირიატ იარიმი. შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანის ღია სივრცეში. გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს შეადგენს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close