ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Valeurs Actuelles-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჟერარ დეპარდიე პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში მოინათლა მართლმადიდებლად, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ცერემონიას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა.
თავად დეპარდიეს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მისმა სიყვარულმა მართლმადიდებლური ლიტურგიის მიმართ და მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან კავშირებმა.
მედიის ინფორმაციით, მისი მოძღვარი ეპისკოპოსი ტიხონი (შევკუნოვი) გახდა. მედია ამ უკანასკნელს პუტინის მოძღვრად მოიხსენიებდა, თუმცა ეპისკოპოსმა ტიხონმა 2016 წელს rbc.ru-სთან ინტერვიუში ამ საკითხის კომენტირება არ ისურვა.
ჟერარ დეპარდიე 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ 75%-იანი დაბეგვრა შემოიღო 1 მლნ-ზე მეტ შემოსავალზე. გარკვეული პერიოდი ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 2018 წელს საფრანგეთში დაბრუნდა, რომლის მოქალაქეობაც შეინარჩუნა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები