სწავლაქართველები უცხოეთში
ემიგრანტებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელ 3-თვიან უფასო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის განხორციელდება ინგლისური ენის შემსწავლელი 3-თვიანი კურსი (კურსი არის უფასო და დაფუძნებულია დისტანციური სწავლების მეთოდზე), რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცოდნის დონის ამაღლება ინგლისურ ენაში (საკომუნიკაციო დონეზე).
სასწავლო კურსი დაიწყება 15 სექტემბერს, გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
- ევროპის ჯგუფი: Elementary Group (ელემენტარული): ოთხშაბათი – 19:00 სთ. (საქართველოს დროით), შაბათი – 12:00 სთ. (საქართველოს დროით)
- ევროპის ჯგუფი: Intermediate Group (საშუალო): ოთხშაბათი – 20:30 სთ. (საქართველოს დროით), შაბათი – 13:30. (საქართველოს დროით)
- ამერიკის ჯგუფი: Elementary Group (ელემენტარული): შაბათი – 11:00 სთ. (ამერიკის დროით), კვირა – 11:00 სთ. (ამერიკის დროით)
- ამერიკის ჯგუფი: Intermediate Group (საშუალო): შაბათი – 12:30 სთ. (ამერიკის დროით), კვირა – 12:30 სთ. (ამერიკის დროით)
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „დიასპორების ალიანსს საქართველოსთვის“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კომენტარები