17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება.
ამასთან, ამ თანხას ბანკები მოქალაქეების საბანკო დავალიანების დასაფარად არ გამოიყენებენ, თუ ასეთი დავალიანება არსებობს – შესაბამისი შეთანხმება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკის ვალი აქვს, მის დასაფარად ბანკი აღნიშნული სოციალური დახმარების თანხას არ გამოიყენებს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, დახმარება გაიცემა იმ ჩვილებზეც, რომლებიც პირველ დეკემბრამდე დაიბადებიან, თუ პორტალზე რეგისტრაცია მოესწრება.
კომენტარები