ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31 აგვისტო – 6 სექტემბერი

31 აგვისტო და 1-ლი სექტემბერი მზარდი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში ხელსაყრელია რაიმე საქმის დაწყება, მოლაპარაკება, ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო თავგადასავლები. შეეცადეთ მშვიდობიანად მოაგვაროთ ნებისმიერი საკამათო საკითხი. ინტელექტუალურ შრომას შეიძლება თან ახლდეს მოულოდნელი აღმოჩენები. საჭიროების შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარი გითხრან.

2 სექტემბერს სავსე მთვარეა. ეს არის ემოციურად და ფსიქოლოგიურად რთული დღე. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს და ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ახალ ნაცნობებზე, შეიძლება მწარედ იმედგაცრუებული დარჩეთ.

3-იდან 6 სექტემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და შედეგები შეაჯამეთ. დაიწყეთ წონის დაკლებაზე ზრუნვა, უარი თქვით მავნე ჩვევებზე.

 

ვერძი

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებისას ნუ დაეყრდნობით ინტუიციას, მოუსმინეთ გონების ხმას, მოერიდეთ კონფლიქტებს. მეგობრებსა და ნაცნობებთან შეხვედრა მოულოდნელ შედეგს მოიტანს. სასიყვარულო ასპარეზზე სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

 

კურო

მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია გადადოთ. ახლა შეიძლება ბევრ საკითხში არაკომპეტენტური აღმოჩნდეთ და შეცდეთ. მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უფრო თავდაჯერებული იყოთ. და თუ რამეში შეცდებით, არ ინერვიულოთ: არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

სასიკეთო დღეები: 1, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ტყუპი

 პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. კოლეგები მზად არიან, მხარი დაგიჭირონ და მათი დახმარების წყალობით ბრწყინვალე შედეგს მიაღწევთ. სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები დაიწყოს, ობიექტური არ იქნებით საყვარელ ადამიანთან.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. უარი თქვით ახალ, თუნდაც ერთი შეხედვით პერსპექტიულ საქმიან წინადადებებზე. ეჭვები შეგაწუხებთ, საკუთარ თავში დარწმუნებული არ იქნებით. უმჯობესია მოიცადოთ, ეს პერიოდი მალე დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 1, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ლომი

დრო მოვიდა, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ და გაახაროთ. თუ გიყვართ საყიდლებზე სიარული, მაშინ წადით და შეიძინეთ რაც გსურთ, მაგრამ გონივრულად იმოქმედეთ. კომუნიკაციის მოყვარულებმა თავი არ უნდა შეიზღუდოთ. და თუ მხოლოდ განტვირთვა და დასვენება გსურთ, ნურაფერს დააძალებთ საკუთარ თავს.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ქალწული

თქვენი განწყობა შეიძლება გააფუჭოს ახლობლებთან მოულოდნელმა კონფლიქტმა. შეძლებთ, რომ ბევრ საკითხს წერტილი დაუსვათ, მაგრამ იმ პირობით, რომ ყველაფერს, თუნდაც კონფლიქტურ სიტუაციებს, გაღიზიანებისა და ყვირილის გარეშე მოაგვარებთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

 

სასწორი

ეს პერიოდი წარმატებულია გარიგებების დადებისთვის, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოსაწერად. ახლა შეგიძლიათ დაკავდეთ საქმით, რომელის მოგვარებაც დიდი ხანია ვერ მოახერხეთ. შეიძლება სირთულეები წარმოიშვას ფინანსურ საკითხებში. შეეცადეთ ფული არც ისესხოთ და არც გაასესხოთ. უმჯობესი იქნება, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

კვირა შესაფერისია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული წამოწყებისთვის. შეეცადეთ სადავო საკითხები მშვიდობიანად მოაგვარიოთ, კონფლიქტები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. უარი არ თქვათ კომუნიკაციასა და შეხვედრებზე. თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება სუფევს. ახლა კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს, როგორც ამბობენ, ზღვარზე იქნებით. რათა შემდგომ დანაშაულის გამოსწორება არ მოგიხდეთ, შეეცადეთ ახლობლებთან ურთიერთობაში სიტყვები და გრძნობები აკონტროლოთ – ასე შესაძლებელი გახდება კონფლიქტის თავიდან აცილება და თქვენი რეპუტაცია არ დაზარალდება.

სასიკეთო დღეები: 1. 3.

არასასიკეთო დღე: 31.

 

თხის რქა

უახლოეს დღეებში, ძირითადად, ისეთ საკითხებს შეეხებით, რომელთა გადაჭრაც სასიამოვნო იქნება. მიიღებთ ახალ საინტერესო შემოთავაზებებს, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ მწვავე სიტუაცია შეიქმნება, შეეცადეთ ყველაფერი ნათელი გონებით გაარკვიოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

სასიკეთო დღეები: 2, 6

არასასიკეთო დღე: 4.

 

მერწყული

ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი გეგმების განსახორციელებლად. დაკავდით ისეთი რამით, რაც თქვენს პოზიციას აძლიერებს, მაგრამ დაიტოვეთ დრო მეგობრებთან შეხვედრებისა და კომუნიკაციისთვის. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ, უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი ხარჯებისგან, არ ისესხოთ ფული და არც გაასესხოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თევზები

ეს პერიოდი შეიძლება ხელსაყრელი იყოს ყველაფრისთვის, რაც დაკავშირებულია სიყვარულსა და პირად ცხოვრებასთან. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ სახლის გარეთ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ საბედოს შეხვდნენ. მოერიდეთ სესხთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. შეეცადეთ უფრო მეტი დრო გაატაროთ გარეთ, სუფთა ჰაერზე.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close