პოლიტიკასაბერძნეთი
Related Articles
Check Also
Close
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდა. ეს განცხადება საბერძნეთის საგარეო უწყებაში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთეს, რომელმაც საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიული წყლების გაფართოების გამო სამხედრო კონფლიქტის რისკზე ისაუბრა.
„თურქეთის უპრეცედენტო შეხედულება, რომ მას შეუძლია, მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს ძალის გამოყენებით, როდესაც ეს ქვეყნები თავისი კანონიერი უფლების რეალიზაციას ახდენენ, ეწინააღმდეგება თანამედროვე პოლიტიკურ კულტურას და, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტურ საფუძვლებს. მოვუწოდებთ თურქეთს, გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობისა და ღირებულებების დაცვა, რომელზეც აგებულია თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა“, – განაცხადეს საბერძნეთის საგარეო უწყებაში.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გეოლოგიური სამძებრო სამუშაოები წამოიწყო. საბერძნეთმა მომხდარს უკანონო უწოდა და დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა.
1tv.ge
კომენტარები