აშშ-ის ცნობით, რუსულმა SU-27-ებმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში სახიფათო მანევრი შეასრულეს. ევროპაში აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბში განაცხადეს, რომ რუსული გამანადგურებლები „არაპროფესიონალურად და სახიფათოდ“ მოქმედებდნენ, როდესაც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენ B-52-ისთვის მანევრირებაში ხელის შეშლას ცდილობდნენ.
მათივე ცნობით, 29 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის დროს, რუსული სამხედრო თვითმფრინავები სახიფათო მანძილზე, დაახლოებით 30 მეტრზე, მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომლებიც შავ ზღვაში გეგმურ საპატრულო ფრენას ახორციელებდნენ.
„ასეთი ქმედებები შეტაკების საფრთხეს ზრდის და საერთაშორისო წესებთან შეუსაბამოა“, – განაცხადეს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში.
მათივე ცნობით, ამერიკული ბომბდამშენები ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ და სხვა თვითმფრინავებს საფრთხეს არ უქმნიდნენ.
ამერიკული მხარე მოუწოდებს რუსეთს, საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დაცვით იმოქმედოს, რათა უბედური შემთხვევები თავის იყოს აცილებული.
1tv.ge
კომენტარები