fbpx
მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

ახალი თვითმფრინავი ანგელა მერკელისთვის 150 მლნ ევრო ღირს (ფოტო)

20 აგვისტოს ჰამბურგში გაიმართა იმ სამი თვითმფრინავიდან ერთის „კლიენტისთვის“ გადაცემის ოფიციალური ცერემონია, რომელიც გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ბუნდესვერის სამთავრობო სპეციალური საზაფხულო პარკის განახლებისთვის შეუკვეთა. ცერემონიაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი (Annegret Kramp-Karrenbauer) მონაწილეობდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ამ თვითმფრინავის სამთავრობო საჭიროებებისთვის აღჭურვა A350-900 მოდელის ბაზაზე ჰამბურგში, ავიაკომპანია  Lufthansa-ს ტექნიკურ ცენტრში განხორციელდა. უახლოეს მომავალში თვითმფრინავი სერტიფიკაციას გაივლის და რამდენიმე საცდელ ფრენას განახორციელებს.

სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის წევრები ახალი საჰაერო ხომალდით სარგებლობას მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებენ. ბუნდესვერის საზაფხულო პარკისთვის შეკვეთილი კიდევ 2 თვითმფრინავი კი 2022 წლიდან შევა ექსპლუატაციაში.

ერთი ახალი თვითმფრინავის ფასი დაახლოებით 150 მლნ ევროა.

გამოცემის ცნობით, ბუნდესვერის სპეციალური საზაფხულო პარკი ნაწილობრივ ძლიერ მოძველდა. ტექნიკური პრობლემები ბოლო წლებში გამგზავრების გრაფიკზე შესამჩნევად მოქმედებს და შეფერხებებს და უხერხულ სიტუაციებს იწვევს. კერძოდ, თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ანგელა მერკელმა 2018 წელს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტზე ჩასვლა დააგვიანა.

მთლიანობაში კი გერმანიის მთავრობას 17 თვითმფრინავი ემსახურება. მათგან ყველაზე ძველი 30 წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close