„გაბერძენებულ“ ნინუას ცოტა მოხვდა – ბერძნებმა ქართველი სახალისოდ წარადგინეს (ვიდეო)
ნიკა ნინუამ ახალ გუნდში, თესალონიკის „პაოკში“ პირველად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან წარდგენის ტრადიციულ, სახალისო ცერემონიალშიც მონაწილეობდა.
ვარჯიშამდე თესალონიკის კლუბის ახალწვეულებს, ნიკა ნინუასა და ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველს, ვენის „რაპიდიდან“ გადასულ შტეფან შვაბს თანაგუნდელებმა დერეფანი მოუწყვეს, სადაც სახალისო ტრადიცია თავში წამორტყმას გულისხმობს.
ნინუა თანაგუნდელებს გადაურჩა ან დაინდეს, ავსტრიელი ნახევარმცველს ლამის ყველა ფეხბურთელისგან მოხვდა.
ნიკა ნინუამ თესალონიკის „პაოკთან“ კონტრაქტი გააფორმა და ბერძნულ გუნდი მისი სატრანსფერო უფლებების მფლობელი უახლოესი 4 წელი იქნება.
ნინუას უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. საქმე ისაა, რომ „პაოკი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ შეხვდება – საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებული ისტორიული მტრობის ფონზე ეს მატჩი ამ ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.
Καλώς ήρθατε παιδιά! #Ninua #Schwab #PAOKFamily #PAOKTV pic.twitter.com/LaDHexQ0B7
— PAOK FC (@PAOK_FC) August 16, 2020
წყარო: 1tv.ge
კომენტარები