საზოგადოებასაქართველო

თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ 2 თანამშრომელს ეძებენ – „ტელეფონები და საფულეები ბარში დაუტოვებიათ“

თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომელი 15 აგვისტოს დაიკარგა. ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი „ბაუჰაუსიდან“ 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

როგორც საინფორმაციო სააგნეტო PIA.GE-ს ბარმენ გიორგი შალამბერიძის მეგობარმა განუცხადა, გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ბარიდან პირადი ნივთები, მათ შორის, ჩანთები, ტელეფონები და საფულეებიც არ წაუღიათ.

„უთქვამთ, 5 წუთით გავალთო და აღარ დაბრუნდნენ. არაფერი წაუღიათ თან, არც ტელეფონები, არც საფულე. მეორე დღეს სამსახურში ცვლაში უნდა ემუშავათ და რომ არ მივიდნენ, მოიკითხეს“, – აღნიშნა გაუჩინარებული ახალგაზრდების მეგობარმა PIA.GE-სთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი „ბაუჰაუსიდან“  ერთად გამოვიდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება.
როგორც მეგობრები ამბობენ, ბარის თანამშრომლები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მათ მხოლოდ სამსახურეობრივი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
გამოკითხვიდან გამოსული გიორგი შალამბერიძის და მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მეგობრებთან ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აგრეთვე, გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის მეგობარიც.

როგორც შსს იუწყება, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00-ზე შევიდა. პოლიციამ მაშინვე ინტენსიურ რეჟიმში შესაბამისი საძიებო ღონისძიებები დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close