საზოგადოებასაბერძნეთი

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საბერძნეთში შეზღუდვები ხელახლა დააწესეს

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები ხელახლა დააწესეს. კერძოდ, იკრძალება 50 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, ხოლო ათენში რესტორნები და ბარები ღამით 00:00 საათზე დაიხურება.

როგორც საბერძნეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები 24 აგვისტომდე იქნება ძალაში და ქვეყნის იმ კონკრეტულ ნაწილებში იმოქმედებს, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების ტემპმა მოიმატა.

მანამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ახალგაზრდებს მოუწოდა, ატარონ პირბადეები და დაიცვან მთავრობის მიერ შემოღებული წესები.

საბერძნეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 200-ს აჭარბებს, გასულ 24 საათში 251 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; საერთო ჯამში, აღრიცხულია 6632 ინფიცირებული, გარდაიცვალა 223 პაციენტი (2 – გასულ 24 საათში). გამოჯანმრთელდა 3804 ადამიანი. ამ  დროისთვის ქვეყანაში 2605 აქტიური პაციენტია კორონავირუსული ინფექციით, მათგან 22 მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close