newsსაქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს მიწისძვრა მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, თბილისის დროით 11:31 საათზე მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელიდან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში იყო.

ევროპულ-ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოხუმიდან 55 კმ-ში, კოდორის ხეობაში მდებარეობდა.

საქართველოში მიწისძვრა გუშინ, 11 აგვისტოსაც მოხდა, თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კმ-ის დაშორებით, სოფელ როდიონოვკასთან. მისი სიმძლავრე 3.4 (ML) ბალი იყო. დაახლოებით ნახევარ საათში კი ბიძგები განმეორდა, ამჯერად 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close