fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

კატა პალმერსტონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგვებზე მონადირის თანამდებობა დატოვა🐈

კატა პალმერსტონი, რომელიც 2016 წლიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თაგვებთან მთავარი მებრძოლის პოსტს იკავებდა, პენსიაზე გავიდა. განცხადება, რომელშიც პალმერსტონი საგარეო უწყებას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს, კატის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა. სამინისტროში მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

„ძალიან მომწონს სოფელში ჩემს ახალ სახლთან ხეებზე ძრომიალი და მინდვრებში სეირნობა. ოჯახი ჩემს ახალ სახლში კარგად მივლის. რა თქმა უნდა, ოფისის აურზაური და ხმაური მომწონს… მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ დიპლომატიურ მოვალეობებს უნდა ჩამოვშორდე და დრო საკუთარ თავს დავუთმო“, – წერია განცხადებაში.

პალმერსტონის წასვლას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საიმონ მაკდონალდი გამოეხმაურა.

„მეგონა სამსახურში თაგვებზე მონადირე ავიყვანე, შედეგად კი მედიაფენომენი მივიღე, რომელსაც Twitter-ზე 105 ათასი გამომწერი ჰყავს“, – აღნიშნა მაკდონალდმა. მანვე განმარტა, რომ კარანტინის დროს პალმერსტონი ქალაქგარეთ, თავის სახლში სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა წაიყვანა. კატას იქ ისე მოეწონა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა. მაკდონალდმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტროში ის თაგვების გარდა ყველას მოენატრება და პალმერსტონს ბედნიერი პენსია უსურვა.

ბრიტანეთის ოფიციალურ რეზიდენციებში კატების ყოლის ტრადიციას საფუძველი მე-15 საუკუნეში ჩაეყარა. კატებს თაგვებზე მონადირის ოფიციალური სტატუსი და ხელფასი აქვთ. ისინი წელიწადში 100 ფუნტს იღებენ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close