ესპანელ მსახიობს, მომღერალსა და პროდიუსერს ანტონიო ბანდერასს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ იგი საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს ორშაბათს, 10 აგვისტოს, თავის მე-60 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში.
„თავს კარგად ვგრძნობ, ცოტათი უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ. დარწმუნებული ვარ, მალე გამოვჯანმრთელდები“, – წერს ბანდერასი და აღნიშნავს, რომ კარანტინში ყოფნის დროს კითხვის, წერის, დასვენებისა და მომავლის გეგმების შედგენისთვის გამოიყენებს.
Quiero contaros lo siguiente… pic.twitter.com/u579iBVLM0
— Antonio Banderas (@antoniobanderas) August 10, 2020
კომენტარები