მსოფლიო

კაცმა ლატარიის 25 ბილეთი იყიდა და… 25-ივემ მოიგო – „რაღაც ხმამ მიკარნახა“

ვირჯინია ბიჩში (აშშ) მცხოვრებმა კაცმა ლატარიის 25 ერთნაირი ბილეთი შეიძინა, რომელთაგან თითოეული მომგებიანი აღმოჩნდა, იუწყება WTKR News 3.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიმონდ ჰარინგტონმა ლატარია Pick 4-ის 25 ბილეთში 25 დოლარი გადაიხადა, ანუ თითოში – თითო დოლარი. ისინი ერთნაირები იმიტომ იყო, რომ ყოველი მათგანი ერთი და იმავე კომბინაციას შეიცავდა: 4-6-4-0.

„რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ 25-ჯერ უნდა მეთამაშა“, – იხსენებს ბედნიერი ბილეთების მფლობელი.

შედეგად, აღნიშნულმა კომბინაციამ ჰარინგტონს გამარჯვება მოუტანა: მან 25 ჯეკპოტი მოხსნა და მოგებულმა თანხამ 125 ათასი დოლარი შეადგინა.

რეიმონდ ჰარინგტონის თქმით, ზუსტად იცის, რაშიც დახარჯავს ფულს –  თანხა მისი ორი ვაჟის კოლეჯში სწავლის გადასახადს მოხმარდება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close