იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

გასულ ორ კვირასთან შედარებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 38 პროცენტით გაიზარდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 552 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ 24 საათში კოვიდით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 249 756 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 35 190 ადამიანი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close