მსოფლიოnews

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა (ვიდეო)

ინდოეთში, კალკუტაში, ქერალის აეროპორტში დაჯდომისას კატასტროფა გაიცადა Air India-ს თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა.

Hindustantimes-ის ცნობით, თვითმფრინავი ასრულებდა რეისს დუბაი-კოჟიკოდე. ის დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, პილოტი. 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და ექიმები.

მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავი ხისტად დაჯდა, ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და  რამდენიმე ფრაგმენტად დაიშალა.

ამ რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია, რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, რამაც წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close