ინდოეთში, კალკუტაში, ქერალის აეროპორტში დაჯდომისას კატასტროფა გაიცადა Air India-ს თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა.
Hindustantimes-ის ცნობით, თვითმფრინავი ასრულებდა რეისს დუბაი-კოჟიკოდე. ის დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, პილოტი. 40-მდე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და ექიმები.
Early visuals from the crash site | Air India Express flight accident in Kerala’s Kozhikode#AirIndia
Live Updates: https://t.co/YFm6P0aN0Q pic.twitter.com/MmALTAOMgy— The Times Of India (@timesofindia) August 7, 2020
Prayers for the 191 passengers on board … Calicut 🙏
#AirIndiaExpress #airindia pic.twitter.com/Rq2Jqjeek2— Rahul Dev (@RahulDevRising) August 7, 2020
მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავი ხისტად დაჯდა, ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და რამდენიმე ფრაგმენტად დაიშალა.
ამ რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია, რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, რამაც წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია.
კომენტარები