მოგზაურობამსოფლიო
გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოდან კოვიდ-19-ზე ტესტირება სავალდებულო ხდება
გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოდან კოვიდ-19-ზე ტესტის გაკეთება სავალდებულო ხდება. გერმანიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანის განცხადებით, ინფექციის შემთხვევების მატება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს და სოციალური დისტანცირების მიმართ ზედმეტად თვითკმაყოფილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
გერმანიაში გასულ ერთ დღეში, ბოლო სამ თვეში პირველად, კოვიდ-19-ის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. „ბიბისი“ წერს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება.
1tv.ge
კომენტარები