მსოფლიოსაზოგადოება

ბეირუთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 5000-მდე ადამიანი, ასზე მეტი პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საფრანგეთის პროკურატურის მონაცემებით, დაშავებულთა შორის საფრანგეთის 21 მოქალაქეა.

აფეთქების ტალღამ 300 ათასზე მეტი ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვა. ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნის განცხადებით, აფეთქება 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ინახებოდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close