fbpx
საზოგადოებასაქართველო

შავი ზღვის სანაპირზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე სულ 176 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 88 არასრულწლოვანია. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 21 ადამიანი 4-ბალიანი შტორმის დროს გადაარჩინეს. ასევე, იპოვეს სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close