მსოფლიოnewsსაზოგადოება

პარიზის პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა

პარიზის პროკურატურამ 71 წლის ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდების საქმის გამოძიება განაახლა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

საქმის წარმოების დასაწყებად პროკურატურამ 31 ივლისს სასამართლოს მიმართა. 2018 წელს ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ, გაუპატიურების ბრალდებით, პროკურატურას 22 წლის მსახიობმა ქალმა მიმართა, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ მჟღავნდება. 2019 წელს საქმეზე გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

ახალგაზრდა მსახიობმა რამდენიმე დღის წინ სარჩელი განაახლა, რაც საქმის გამოძიების ავტომატურად დაწყებას ნიშნავს. ქალის განცხადებით, იგი დეპარდიესთან სახლში პიესის ტექსტის გასარჩევად მივიდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მისი გაუპატიურება ცადა.

AFP-ის ცნობით, დეპარდიეს ადვოკატს, ერვე ტემიმს დაუკავშირდნენ, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ჟარარ დეპარდიე ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს – მან 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ერთხანს რუსეთშიც ცხოვრობდა, თუმცა 2018 წელს პარიზში დაბრუნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close