პოლიტიკაnewsსაბერძნეთისაქართველო

საქართველოს ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2020 წლის 29 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩისა და საბერძნეთის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

პრეზიდენტმა კატერინა საკალაროპულუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close