სპორტი
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
20 წლის გამთამაშებელმა კონტრაქტი სერია B-ს კლუბთან, „ტალოს ბასკეტ რუვოსთან“ გააფორმა. ჟღენტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიც იტალიაში გამოდიოდა, თუმცა ტრავმის გამო 2 წელი გაუცდა. 2018 წელს მან საქართველოს 18-წლამდე ასაკის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, წელს კი 20-წლამდე გუნდში კონტინენტის პირველობის B დივიზიონში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ტურნირი გადაიდო.
კახა ჟღენტი იტალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და ახალ გუნდს შეუერთდება.
imedinews.ge
კომენტარები