საზოგადოებასაქართველო

საქართველოში COVID-19-ით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან gამოწვეული გართულებებით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (გუშინ 10 ახალი შემთხვევა იყო). ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 1039-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 1 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 900-ს  მიაღწია.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. მათი უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close