საზოგადოებასაქართველო
ბარსელონიდან სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება
დღეს ბარსელონიდან ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ (Myway Airlines) კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოფრინდება, რომლითაც საქართველოს 170 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება.
დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
როგორც ცნობილია, ივლისში ევროპის ქალაქებიდან კიდევ სამი სპეცრეისი შესრულდება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად:
17 ივლისს: თბილისი – რომი – თბილისი (ავიაკომპანია Myways Airlines);
22 ივლისს: პარიზი – ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი (ავიაკომპანია Wizz Air);
28 ივლისს: ათენი – ქუთაისი – ათენი (ავიაკომპანია Wizz Air).
კომენტარები