მსოფლიოსპორტი

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და „ოქროს ხელთათმანი“ მიიღო.

34 წლის ლორიამ 13 შეხვედრაში არცერთი ბურთი არ გაუშვა, რაც კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ „აელთან“ ურთულესი ბურთი მოიგერია და ეს მომენტი საუკეთესოდ აღიარეს.

კვიპროსის უმაღლესი ლიგის მატჩები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო მაშინ შეწყვიტა, როდესაც „ანორთოსისსა“ და „ომონიას“ ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და თემურ ქეცბაიას გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 14 კლუბი ითამაშებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close