საზოგადოებაnews

ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

გლდანის მესამე „ა“ მიკრორაიონში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი მომხდარიდან მეექვსე დღეს გონზე მოვიდა და დედასაც დაელაპარაკა. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო პატარა პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩავლილია, რატის გამოჯანმრთელება კი სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში“ მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს. მდგომარეობა პირველივე წუთიდან უკიდურესად მძიმედ შეფასდა.

შსს-მ გამოძიება, 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი ვერსიით, მესამე სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტში ჩავარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close