შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6 ივლისიდან შვეიცარიაში კორონავირუსის პრევენციის ზომები მკაცრდება.
„სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წელს ზემოთ პირებისათვის; დადგინდა მაღალი რისკის ქვეყნების სია, რომელიც მუდმივად განახლდება, ხოლო მაღალი რისკის ქვეყნების სია და ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა შვეიცარიაში შემომსვლელ პირებს საზღვარზე,
6 ივლისიდან მაღალი რისკის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსული ყველა პირი ვალდებულია გაიაროს 10-დღიანი კარანტინი; კარანტინს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ წესების გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ჯარიმა.
საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შემოსვლის შესაძლებლობა და წესები განხილული იქნება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 20 ივლისისთვის. მანამდე, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ვერ შეძლებენ შვეიცარიაში შემოსვლას, თუკი მათ არ გააჩნიათ შვეიცარიის მოქმედი ბინადრობის ნებართვა.
შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა მუდმივად თვალი უნდა ადევნონ ცვალებად წესებს, აღნიშნული ბმულის საშუალებით“, – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
კომენტარები