იტალიასაზოგადოება

იტალია: ვენეტოს რეგიონში მომვლელების („ბადანტე“) ტესტირება კორონავირუსზე სავალდებულო გახდა

ანალიზი უფასოდ არის ხელმისაწვდომი

კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთება სავალდებულოა ყველა მომვლელისთვის („ბადანტე“), რომლებიც პირველი ივლისის შემდეგ ვენეტოს რეგიონში (დედაქალაქივენეცია) დაბრუნდებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. ამის შესახებ განცხადება რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ გააკეთა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომვლელებად მუშაობდნენ იტალიაში და ქვეყანაში ბრუნდებიან სამუშაოდ, ვალდებულნი არიან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ, სანამ ოჯახში მუშაობას განაახლებენ. რეგიონის პრეზიდენტის, ლუკა ძაიას განცხადებით, კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ჯანდაცვის რეგიონული სისტემის ოფისებს, ზოგადი პრაქტიკის ექიმებით დაწყებული.

„ეს არის მეთოდი ხანდაზმული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების კორონავირუსისგან დასაცავად“, – განაცხადა ლუკა ძაიამ და დასძინა, რომ ტესტები „რეალური დროის რეჟიმში ჩატარდება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის ტესტირება უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებს საზღვარი 3 ივნისს გაუხსნა, პირველი ივლისიდან კი უნდა გახსნილიყო საზღვარი ზოგიერთი არაწევრი ქვეყნისთვისაც, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ცნობილი, ევროკავშირის მიერ რეკომენდებული სიიდან (რომელშიც საქართველოც შედის) რომელ ქვეყნებს გაუხსნის საზღვრებს იტალია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close