ვალმოხდილი ძაღლები – ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი – სამსახურიდან ტაშით გააცილეს (ვიდეო)
მომავალი თაობის მაშველი ძაღლი კი, ბელგიური მალინუა კინოლოგიურ დანაყოფში დაიწყებს „სამსახურს“
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი ძაღლები 12-წლიანი მუშაობის შემდეგ სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი, ბელგიური მალინუა – პინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი. მაშველ ძაღლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კომენტარები