რატომ ვერ ახერხებს მომღერალი დავით არჩვაძე შვილის ნახვას (ვიდეო)
„სიცრუის დეტექტორში“ სტუმრად მისულმა ქალაქური სიმღერების ცნობილმა შემსრულებელმა დავით არჩვაძემ დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმ მტკივნეულ თემაზე, რომელზეც საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
ხელოვანმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული თემა მისი 12 წლის ქალიშვილი თამარია. დათოს გოგონა პირველი ქორწინებიდან მომღერალ სოფო კუჭავასთან ჰყავს, რომლის ნახვასაც ვერ ახერხებს.
კითხვაზე – მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო თუ არა, დავით არჩვაძე პასუხობს, რომ შეცდომა იყო.
„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. წყვილის დაშორებაში არასდროს არ უნდა ჩაერიოს მესამე, მეხუთე პირი. ჩემს შვილთან წლების მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმაა. მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს ურთიერთობა“, – აცხადებს მომღერალი.
მისი თქმით, ბოლოს შვილი ორი წლის წინ შემთხვევით ნახა ახლანდელ მეუღლესთან ერთად.
„ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი და შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი, „მამა, მიყვარხარ“. უდიდეს სიხარულთან ერთად იმ დღეს დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და მეორე დღეს ავარიაც მომივიდა“, – იხსენებს მომღერალი.
პირველი უღბლო ქორწინების შემდე, დათო არჩვაძე მეორედ 2012 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული ეთუნა ფარეხელაშვილი გახდა. თამარის გარდა, მომღერალს მეორე ქორწინებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს.
კომენტარები