მამაკაცთა თვითმკვლელობა: როგორ ავიცილოთ თავიდან და დავეხმაროთ ახლობლებს (ვიდეო)
„ბიბისის“ დოკუმენტური ფილმი
არა სიმსივნე ან ინფარქტი, არამედ თვითმკვლელობაა სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში დიდ ბრიტანეთში. ამ საზარელ თემას დიდი ხნის განმავლობაში გვერდს უვლიდნენ და ამით ადამიანებს, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, შესაძლებლობას უსპობდნენ, დროულად მიემართათ დახმარებისთვის.
მსოფლიოში ყოველ 40 წამში მორიგი თვითმკვლელობა ხდება. რატომ მიდიან თვითმკვლელობაზე სწორედ მამაკაცები უფრო ხშირად (ბრიტანეთში თვითმკვლელობის შემთხვევების 3/4 მამაკაცებზე მოდის), რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რათა ახლობელი ადამიანი შევაკავოთ, რომ ეს საზარელი ნაბიჯი არ გადადგას – ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმში ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ ფსიქოლოგები, ექიმები, მაშველები და ადამიანები, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს.
კომენტარები