მოგზაურობასაბერძნეთი

როგორ შეხვდება საბერძნეთი უცხოელ ტურისტებს?

ტურიზმის მინისტრი ხარის თეოხარისი საინფორმაციო სააგენტო APE-MPE- სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 15 ივნისიდან საბერძნეთი უცხოელ ვიზიტორებს მიიღებს.

საბერძნეთის ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნების აეროპორტებიდან იქნებიან ჩამოსული ტურისტები, მათი ეროვნების მიუხედავად ანუ ტურისტის ეროვნულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, ყურადღება ექცევა იმას, თუ საიდან ჩადის იგი საბერძნეთში.

საჭირო იქნება სავალდებულო ტესტირება და კარანტინი მოგზაურთათვის, რომლებიც იმ ქვეყნების აეროპორტებიდან მოემგზავრებიან ელადაში, სადაც უარყოფითი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და კორონავირუსით დაავადებულთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება. ეს აეროპორტები შედის იმ სიაში, რომელიც შედგენილია და განახლებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოგზაურო დირექტივაში 30 ივნისს გამოქვეყნდა.

როგორც ხარის თეოხარისი აცხადებს, საბერძნეთში იმ აეროპორტებიდან ჩასული ტურისტები, რომლებიც EASA-ს მიერ შეფასებულია, როგორც საფრთხის შემცველი, სავალდებულო ტესტირებას გაივლიან და ერთი დღე-ღამის  განმავლობაში დარჩებიან წინასწარ გამოყოფილ სასტუმროში. იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორის ტესტი ნეგატიური აღმოჩნდება, მას მოეთხოვება კარანტინში დარჩეს 7 დღის განმავლობაში; თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითი იქნება, ასეთი მოგზაურები 14 დღის განმავლობაში დარჩებიან კარანტინში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი განხორციელდება.

ხოლო იმ ვიზიტორების შემთხვევაში, რომლებიც EASA-ს მიერ სრულიად უსაფრთხოდ შეფასებული აეროპორტებიდან ჩავლენ საბერძნეთში, შერჩევითი შემოწმება განხორციელდება.

„საბერძნეთი ხსნის თავის კარებს სტრუქტურულად და ორგანიზებულად, უსაფრთხოდ და მხოლოდ ექიმებთან შეთანხმებით… ჩვენ სამედიცინო ჩარჩოებში ვმოქმედებთ და ზედმიწევნით ვასრულებთ მეცნიერთა მითითებებს, სრულად ვითვალისწინებთ საერთაშორისო სტანდარტებს, თითოეული ტურისტისა და საბერძნეთის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“, – აცხადებს ტურიზმის მინისტრი ხარის თეოხარისი.

29 მაისს საბერძნეთმა გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებსაც 15 ივნისიდან საზღვრებს გაუხსნის.

ნინო ბაჯელიძე 

ამავე თემაზე: ცნობილი გახდა იმ 29 სახელმწიფოს სია, რომლებსაც საბერძნეთი საზღვრებს უხსნის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close