საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც იურიდიულ საფუძველს ქმნის იმისას, რომ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება შენარჩუნდეს 2036 წლამდე, ახალ ეტაპზე გადადის.
შეიძლება ითქვას, რომ პუტინის უვადო მმართველობის ათვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბოლო საფეხური, რომელიც რუსეთის კანონმდებლობით საკონსტიტუციო ცვლილებებმა უნდა გაიაროს, რეფერენდუმია, რომელიც ქვეყანაში პირველ ივლისს გაიმართება.
პირველ ივლისს თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი შეძლებს, რომ ქვეყნის მმართველად, სულ ცოტა, მომდევნო 12 წლის განმავლობაში დარჩეს.
საკონსტიტუციო ცვლილებებით იხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის 2 ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინს შეუძლია კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტობისთვის, რადგან მოქმედი საპრეზიდენტო ვადები ნულდება.
რუსეთის კონსტიტუციაში აქამდე არსებობს ჩანაწერი, სადაც განმარტებულია, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება 6 წლით და არა უმეტეს ორი ვადით, ანუ აქამდე არსებული კონსტიტუციით პრეზიდენტობის მაქსიმალური ვადა 12 წელია, რის შემდეგაც მას თანამდებობის დატოვება უწევს.
amerikiskhma.com
კომენტარები