მედიცინაიტალიასაზოგადოება

ალბერტო ძანგრილო: „კლინიკური თვალსაზრისით, ახალი კორონავირუსი აღარ არსებობს“

„სან რაფაელეს და ემორის უნივერსიტეტების კვლევები ამას მოწმობს“

„კლინიკურად, ახალი კორონავირუსი აღარ არსებობს“, – აცხადებს მილანის სან რაფაელეს უნივერსიტეტის ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი ალბერტო ძანგრილო (Alberto Zangrillo) Rai 3-ის გადაცემაში “1/2 ora in più”. ამის შესახებ სააგენტო Ansa წერს (შეგახსენებთ, რომ ალბერტო ძანგრილო სილვიო ბერლუსკონის პირადი ექიმია).

„დაახლოებით ერთი თვის წინ გვესმოდა, ეპიდემიოლოგები შიშობდნენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყებოდა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში და ვინ იცის, ინტენსიური თერაპიის რამდენი საწოლი იქნებოდა საჭირო პაციენტებისთვის. სინამდვილეში ვირუსი აღარ არსებობს კლინიკური თვალსაზრისით. ამას ამბობს სან რაფაელეს უნივერსიტეტი Vita-Salute, ამას მოწმობს კვლევა, რომელიც ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა [მასიმო] კლემენტიმ ჩაატარა, ამასვე ამბობს პროფესორი სილვესტრი ატლანტის (აშშ) ემორის უნივერსიტეტიდან“.

ახალი კორონავირუსი ახლა „შესაძლოა განსხვავებული იყოს: ცეცხლოვანი სიმძლავრე, რომელიც ვირუსს ჰქონდა 2 თვის წინ, აღარ არის ის ცეცხლოვანი სიმძლავრე დღეისათვის“, – ამბობს გენუის სან მარტინოს საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების კლინიკის დირექტორი მატეო ბასეტი. „აშკარაა, რომ დღეისათვის დაავადება Covid-19  განსხვავებულია: მისი კლინიკური გამოვლინება და მიმდინარეობა ნამდვილად გაცილებით უფრო მსუბუქია“, – აცხადებს ბასეტი.

ნინო ხოშტარია

წყარო: ansa.it

მსგავს თემაზე: კორონავირუსი იტალიაში: არცერთი გარდაცვლილი 9 რეგიონში და ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა 5 რეგიონში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close