fbpx
ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე სუფთა აურა აქვთ

აურა – ეს არის გარკვეული ვიბრაციები, რომლებიც ადამიანისგან მოდის, ბიოენერგეტიკული ველი მის გარშემო. ვიღაცასთან მიგიხარიათ, გინდათ, ესაუბროთ, თქვენი საიდუმლოებები გაანდოთ, მიიღოთ მისგან სითბოს და სიკეთის სხივები. ზოგიერთი ადამიანისკენ კი გული არ მიგიწევთ, მისგან სიცივე, ღვარძლი, ნეგატივი მოდის. ასეთი ადამიანები ურთიერთობებისა და გულითადი საუბრებისთვის ჩაკეტილები არიან.

არსებობს მტკიცე კავშირი ადამიანის აურასა და მის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს შორის. ზოგი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები (მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ) აღსავსენი არიან სილაღით, ბედნიერების განცდით, სიმშვიდით, მათი სული სუფთა და უშფოთველია, ხოლო მათთან გულითადი საუბარი და ჩახუტება ლამის მკურნალობის ტოლფასია. აი, ყველაზე სუფთა და დადებითი აურის მქონე 4 ზოდიაქოს ნიშანი:

მერწყული – ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, იშვიათად, რომ მერწყული განრისხებული ნახოთ. მათი აურა ზურმუხტის ფერია, რაც უშფოთველობას და ქმნადობას განასახიერებს.

მერწყულებს ნატიფი შინაგანი სამყარო აქვთ, რომლის გაგება ყველას არ შეუძლია. ისინი პატიობენ და მზად არიან კვლავ და კვლავ დაეხმარონ მათ, ვინც მათ ადრე უპატიოსნოდ მოექცა.

წარსულის შეცდომების გამო ისინი საკუთარ თავს ძლიერ საყვედურობენ, მაგრამ არასდროს ადანაშაულებენ სხვა ადამიანებს ან გარემოებებს. მათთვის უცხოა შურისძიება და ნეგატივის გადმონთხევა, ისინი საკუთარი განვითარებით არიან დაკავებულები.

ბევრი ადამიანი მიდის მერწყულთან რჩევისთვის, დამხმარებისთვის ან, უბრალოდ, იმიტომ, რომ მისგან ენერგია მიიღოს, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ესეც არ აშფოთებთ – ისინი ფენიქსებივით არიან, თავიდან იბადებიან და მზად არიან, რომ სამყაროს მშვიდობა და ბედნიერება მოუტანონ.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა აურის ფერი ბაცი მწვანეა, ეს კი შინაგანი ხმის წარმოუდგენელ შესაძლებლობებზე მეტყველებს. მათი ინტუიცია იმდენად არის განვითარებული, რომ ამ  ნიშნის სკეპტიკურად განწყობილი წარმომადგენელიც კი გაიგონებს შინაგანი ხმის მოწოდებებს.

ამ ხმას კი ისინი ყოველთვის სწორი გზით მიჰყავს. სასწორები ყველაზე კეთილები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ისინი აღსავსენი არიან სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და ცდილობენ, ამ ყველაფრით გარშემო მყოფებიც აავსონ.

ისინი ძალადობის, მოტყუების, ღალატის და დაპირისპირების წინააღმდეგნი არიან, ძლიერ განიცდიან ავადმყოფი ბავშვების, ახლობლებისგან დავიწყებული მოხუცების, კატასტროფების დროს დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, ძალზე ეცოდებათ მაწანწალა ცხოველები; განიცდიან ყველას გამო, ვისაც ამ ცხოვრებაში არ გაუმართლა.

ისინი მზად არიან, ყველაფერი გასცენ, ოღონდ საბრალო ადამიანებმა ცოტაოდენი ბედნიერება მაინც იგრძნონ. ამ ნიშნის წარმომადგენელი ნათესავებისთვის ნამდვილი საყრდენი კედელი იქნება, რაც არ უნდა მოხდეს; მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, მათი დახმარების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გქონდეთ.

„ეს მე არ მეხება“, – მათი ფრაზა არ არის. სხვის ტკივილს ისინი ისე განიცდიან, როგორც საკუთარს.

თევზები – თევზების აურა იისფერია. ეს არის სიბრძნის და ცხოვრებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულების ფერი.

თევზებს ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვთ, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდად არიან დამოკიდებულნი განწყობის ცვალებადობაზე.

ზოგჯერ უმჯობესია, მათ არ შეეხოთ, შეიძლება გაწყენინონ კიდეც, მაგრამ განსაზღვრულ მომენტში ისინი ყველაფერს შესწირავენ სხვა ადამიანების ბედნიერებასა და კეთილდღეობას. ისინი მეოცნებენი არიან, უყვართ, როდესაც ახლობლებს ყველაზე ძვირფასს უნაწილებენ.

თევზები საყვარელი ადამიანებისთვის არასდროს არაფერს დაიშურებენ: არც ფულს, არც ნივთებს, არც გემრიელ საკვებს. სულიერი შემეცნების გარკვეულ დონეზე, როდესაც თავიანთ თავში გაერკვევიან, შეუძლიათ ბრძენი მენტორები, მასწავლებლები გახდნენ და სასარგებლო ცოდნა და სიბრძნე მთელ მსოფლიოს გაუნაწილონ.

ისინი მუდამ მადლიერნი არიან და ყოველთვის მძიმედ გადააქვთ ნებისმიერი წარუმატებლობა.

ქალწული – ამ ნიშნის წარმომადგენლების აურა ლურჯი ფერისაა, რაც გონიერებას  და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისადმი რაციონალურ მიდგომას ნიშნავს. სანამ ვინმეს დაეხმარება, ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს, რომ ადამიანს ეს ნამდვილად სჭირდება, თუ არადა, საკუთარ დროს მასზე არ დახარჯავს. ხოლო თუკი დარწმუნდება, რომ მისი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში ქალწული თავის კეთილ და თანამგრძნობ  გულს გახსნის.

ისინი მხიარულები, კეთილები და  თანალმობით გამსჭვალულნი არიან. მათ აინტერესებთ ნებისმიერი პრობლემა და უნარი აქვთ, რომ რთული სიტუაციიდან ყველაზე გონივრული გამოსავალი და პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა მოძებნონ.

ქალწულები ცხოვრების თითოეულ წამს აფასებენ და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილი და კარგი საქმე გააკეთონ ამქვეყნად, თან უანგაროდ. ქალწულების ამოცანა ერთია: დაეხმარონ სამყაროს, რომ უკეთესი გახდეს.

და, რაც მთავარია, ისინი გრძნობენ, რომ თავიანთი მცდელობებით შეუძლიათ გარკვეულწილად ხელი შეუწყონ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებას.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close